• თქვენს მიერ გამოქვეყნებული განცხადება საიტზე განთავსდება 30 დღის განმავლობაში რის შემდეგაც ავტომატურად წაიშლება.
  • თქვენს მიერ დამატებული განცხადება საიტზე გამოქვეყნდება არა უგვიანეს 24 საათისა.(თუ თქვენი განცხადება არ გამოქვეყნდა მოგვწერეთ ფოსტაზე info@sapovnela.ge)

a. საიტის ოპერატორები განცხადებას ამატებენ ყოველ დღე კვირის გარდა.

 b. განცხადებების გააქტიურება ხდება ყოველ დღე 10:00–დან 19:00 საათამდე. (შაბათი – 11:00 – 15:00).

c. არასამუშაო პერიოდში დამატებული განცხადებების გააქტიურება იწყება მომდევნო დღიდან.

  • განცხადება მომხმარებლის დამატების შემდეგ გადის კორექტურას და მხოლოდ მას შემდეგ ხდება აქტიური. განცხადებების დამატება ხდება ქრონოლოგიურად.
  • საიტზე არ განთავსდება ერთი და იგივე ორი ან მეტი განცხადება.
  • განცხადებაში მოცემული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მომწოდებელი.
  • საიტის ადმინისტრაცია იტოვებს განცხადების რედაქტირების უფლებას.
  • საიტის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს გაუფრთხილებლად გააუქმოს განცხადება რომელიც არღვევს წესებს, შეცდომით არის მითითებული საკონტაქტო ნიფორმაცია, არ წარმოადგენს რეალურ განცხადებას, განცხადების შინაარსი გაუგებარია,ინფორმაცია არ არის საკმარისი ან არ შეესაბამება შესაბამის კატეგორიას.
  • განცხადება არ დაემატება თუ არ არის შევსებული აუცილებელი ველები.
  • არ დაიშვება გამოქვეყნებისათვის განცხადებები, რომლის შინაარსიც .არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. (შეიცავს ძალადობის პროპაგანდას, რასობრივ სიძულვილს, პორნოგრაფიას და სხვა)
  • საიტზე არ გამოქვეყნდება განცხადება რომელიც არღვევს ეთიკისა და მორალის მიღებულ ნორმებს.
  • რეგისტრირებულ მომხმარებლებს ექნებათ საიტზე საკუთარი ანგარიში, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ:

a. საკუთარი განცხადების(განცხადებების): წაშლას; რედაქტირებას;

b. პირადი ინფორმაციის რედაქტირებას.

  • მომხმარებლები შეძლებენ დარეგისტრირებული მომხმარებლების ყველა განცხადების ნახვას.
  • დარეგისტრირებული მომხმარებლები შეძლებენ „სანიშნეში“ გადატანილი განცხადებების ნახვას ყველა კომპიუტერზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ფოსტაზე: info@sapovnela.ge

(ადმინისტრაცია გიპასუხებთ 24 საათის განმავლობაში. დასვენების დღეები: შაბათი; კვირა)

საიტ Sapovnela.ge–ს ადმინისტრაცია გისურვებთ წარმატებებს!

მადლობას გიხდით ჩვენი საიტით სარგებლობისათვის!

საპოვნელა გაპოვნინებს!