ჩვენთან განცხადებები შეუზღუდავია

წესები და პირობები

უკან დაბრუნება

შენიშვნა!

ვებ გვერდი sapovnela.ge -ს მომხმარებელთა საყურადღებოდ. საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, 2017 წლის 1 ივლისიდან, მეწარმე ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. გთხოვთ დაარედაქტიროთ თქვენს მიერ გამოქვეყნებული განცხადებების ფასები ლარში, ხოლო ახალი განცხადების განთავსებისას ფასი მიუთითოთ მხოლოდ ლარში, რადგან განცხადების ტექსტზე, სისწორეზე, ფასზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის გამომქვეყნებელს და კანონის მოთხოვნების დარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ითვალისწინებს შესაბამის სანქციებსა და ჯარიმებს. აღნიშნული ცვლილება არ ეხება ფიზიკურ პირებს და არ იზღუდება მათ მიერ გამოქვეყნებული განცხადების ვალუტის მითითება. იხილეთ წყარო:

სტანდარტული განცხადება არის უფასო. განთავსების პირველადი პერიოდია 30 დღე. განცხადების დამატებისათვის აუცილებელია საიტზე იყოთ დარეგისტრირებული, თქვენს ანგარიშში შესვლის შემდეგ გაქვთ შესაძლებლობა დაამატოთ განცხადება. განცხადებების გააქტიურება ხდება ყოველ დღე 10:00–დან 19:00 საათამდე. (შაბათი – 11:00 – 15:00). არასამუშაო პერიოდში დამატებული განცხადებების გააქტიურება იწყება მომდევნო დღიდან. განცხადების დამატებისას აუცილებლად უნდა იყოს შევსებული * -ით მონიშნული ველები, წინააღმდეგ შემთვხვევაში განცხადება არ დაემატება. განცხადებების დამატება ხდება ქრონოლოგიურად. საიტის ადმინისტრაცია იტოვებს განცხადების რედაქტირების უფლებას.

განცხადების ვადა არის 30 დღე, 30 დღის გასვლის შემდეგ, მომხმარებელს შეეძლება ორჯერ 20-20 დღით განაახლოს საკუთარი განცხადებები, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ განცხადებები ავტომატურად წაიშლება საიტიდან.

საიტზე არ დაიდება განცხადებები ერთი და იგივე შინაარსის ორი ან მეტი განცხადება. ასეთ შემთხვევაში იგი ავტომატურად წაიშლება და ხშირად ასეთი შემთხვევის გამეორების შემთხვევაში დაიბლოკება მომხმარებელი. არ დაიშვება გამოქვეყნებისათვის განცხადებები, რომლის შინაარსიც არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. (შეიცავს ძალადობის პროპაგანდას, რასობრივ სიძულვილს, პორნოგრაფიას და სხვა). საიტზე არ გამოქვეყნდება განცხადება რომელიც არღვევს ეთიკისა და მორალის მიღებულ ნორმებს. განცხადებიდან ამოღებული იქნება ყველა ლინკი და სარეკლამო სლოგანები, ფრაზები, რომლებიც საიტის ადმნისტრაციასთან შეთანხმების გარეშე მოხვდება განცხადებებში.

განცხადებაში მოცემული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია ის მომხმარებელი, რომელმაც მოახდინა მისი განთავსება. საიტის ადმინისტრაცია იხსნის ყოველგვვარ პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე.

საიტზე რეგისტრაციისათვის აუცილებელია შეავსოთ მოცემული ფორმა შესაბამისი მონაცემებით, აუცილებელია მიუთითოთ აქტიური ელ-ფოსტის მისამართი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ანგარიში არ გააქტიურდება. თქვენი ანგარიშის აქტივაცია ხდება იმ ბმულის საშუალებით, რომელიც მოდის თქვენს ელ-ფოსტაზე. რეგისტრაციის შემდეგ შეძლებთ განცხადების განთავსებას, რედაქტირებას, განახლდებას და წაშლას.

საიტზე განცხადების აქტიური განცხადების წაშლა შესაძლებელია მხოლოდ იმ მომხმარებლის მიერ, რომელმაც განათავსა იგი.